ბარაკ ობამამ, მადლიერების დღესთან დაკავშირებით, ინდაური შეიწყალა (ვიდეო)

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, რომელსაც მომავალი წლის იანვარში უფლებამოსილება ეწურება, მადლიერების დღესთან დაკავშირებით, ინდაურები შეიწყალა. ცერემონია თეთრი სახლის ეზოში გაიმართა.
ობამამ, ორი ინდაური, სახელად ტატი და ტეტიტერი შეიწყალა. ახლა ისინი ვირჯინიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იცხოვრებენ. ამის შემდეგ ბარაკ და მიშელ ობამები ვაშინგტონში მოხუცთა თავშესაფარში მივიდნენ, სადაც ომის ვეტერანებს ვახშამი პირადად დაურიგეს.
აშშ-ში მადლიერების დღე ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს აღინიშნება. ამ დღეს გაჭირვებულთათვის საქველმოქმედო სადილები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები