პოეზიის საღამო – თუშური სიმღერების თანხლებით

29 ნოემბერს, 18 საათზე, „კავკასიურ სახლში“ პოეტების: გიორგი რამაზაშვილისა და თენგო ხუციშვილის ერთობლივი შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საღამოზე აჟღერდება თუშური სიმღერები სხვადასხვა  ცნობილი მომღერლების შესრულებით. მონაწილეობენ: გოჩა ჭაბუკაიძე, ბექა სეხნიაიძე, ფანდურა (გიორგი ბექაური), თამარ ალადაშვილი, მალხაზ მელქუაშვილი. საღამოს წარუძღვება თეა თეთრაძე.
საღამოს ორგანიზატორია „კავკასიური სახლის უნივერსიტეტი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები