„მიგრაცია და ქართული ფესვები – ერთად დგომით მომავლისაკენ“: ათენში მასშტაბური პროექტი იწყება

4 დეკემბერს, ათენში, „ათენის ქართული სახლის“ ეგიდით და ორგანიზებით, იწყება პროექტი: „მიგრაცია და ქართული ფესვები – ერთად დგომით მომავლისაკენ“.
როგორც „კვირას“ პროექტის “მიგრაცია და ქართული ფესვები – ერთად დგომით მომავლისაკენ“ მენეჯერმა და „ათენის ქართული სახლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მამუკა ლიპარტელიანმა განუცხადა, პროექტი პერმანენტული ხასიათისაა და ევროპის ხუთ ქვეყანას მოიცავს.
პროექტის მასშტაბური გახსნა და პირველი ღონისძიება დაგეგმილია ათენის სახელმწიფო დრამატულ თეატრ TREANON-ში, სადაც მიწვეულია დაახლოებით 600-700 ქართველი ემიგრანტი და ასევე ებრაული სათვისტომოს წარმომადგენლები. პროგრამის საპატიო სტუმრები იქნებიან ქართველი, ბერძენი და ამერიკელი შოუბიზნესის ცნობილი მომღერლები.
პროექტის საპატიო სტუმარს მერაბ სეფაშვილს პირველად საბერძნეთის ქართულ მიგრაციაში გადაეცემა „ათენის ქართული სახლის“ საპატიო გასაღები. პროგრამის სტუმრები იქნებიან: მერაბ სეფაშვილი (საქართველო), ჯული მასინო (აშშ), ალექს დერმიცაკისი (საბერძნეთი), ალექსანდროს სტამატისი (საბერძნეთი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები