ეკა ბესელია: დარწმუნებული ვარ, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობა იქნება ძალიან ეფექტური

„დარწმუნებული ვარ, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობა იქნება ძალიან ეფექტური“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, დღეს მინისტრობის კანდიდატებთან გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დაისმება სხვადასხვა შეკითხვები, სხდომა გახსნილი იქნება და შესაბამისად, პასუხების მოსმენა ყველას შეეძლება.
„დარწმუნებული ვარ, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობა იქნება ძალიან ეფექტური, საჭიროებებზე და პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მოსახლეობამ იგრძნოს სიკეთე, რომელიც ჩვენი პოლიტიკით და ხედვით გვინდა შევთავაზოთ მათ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამ წუთებში პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები