გიორგი მღებრიშვილს პარლამენტში უსმენენ

“მინდა, დღეს ჩემი გამოსვლა იყოს ერთგვარი ანგარიში საზოგადოების წინაშე, ჩვენი გუნდის გაწეული საქმიანობის შესახებ”, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი მღებრიშვილმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მღებრიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„უპირველეს ყოვლისა, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. თუ საკანონმდებლო ორგანო ჩემს კანდიდატურას დაამტკიცებს, მე შესაძლებლობა მომეცემა, ბოლომდე მივიყვანო ის დაწყებული რეფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაც განვახორციელეთ და ვახორციელებთ. მათ შორის, განვახორციელო შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნოლოგიური განვითარება, რომლის ეფექტიანობის ძალა კარგად მაქვს გააზრებული და ზუსტად ვიცი, რა პოზიტიურ შედეგებს მოუტანს იგი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. გასული წლის დეკემბერში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, პარლამენტს ჩემეული ხედვა და სამოქმედო გეგმა წარმოვუდგინე. მინდა, დღეს ჩემი გამოსვლა იყოს ერთგვარი ანგარიში საზოგადოების წინაშე, ჩვენი გუნდის გაწეული საქმიანობის შესახებ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები