“Lufthansa”-ს პილოტებმა გაფიცვა პარასკევის საღამომდე გააგრძელეს

ავიაკომპანია “Lufthansa”-ს პილოტებმა გაფიცვა პარასკევის საღამომდე გააგრძელეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პილოტების პროფკავშირმა მიიღო. ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.
როგორც მოსალოდნელია, ხუთშაბათს, გაფიცვის გამო, 900-მდე ავიარეისი იქნება გაუქმებული.  საერთო ჯამში, გაფიცვა 115 ათასამდე მგზავრს შეეხება.
“Lufthansa”-ში აცხადებენ, რომ პარასკევს გაფიცვა შიდა ევროპულ რეისებს შეეხება. ავიაკომპანია მგზავრებს შექმნილი უხერხულობისთვის ბოდიშს უხდის.
როგორც “Lufthansa”-ს პილოტები აცხადებენ, მათთვის ხუთი წლის განმავლობაში ხელფასი არ მოუმატებიათ. ამის გამო, ისინი ხელფასის 20%-ისთ გაზრდას მოითხოვენ. კომპანია ამ მოთხოვნების შესრულებას ჯერჯერობით არ ჩქარობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები