„სიყვარულის ბიოქიმია“ – საჯარო ლექცია გაიმართება

25 ნოემბერს, 19 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში (ალექსიძის 1) გაიმართება საჯარო ლექცია „სიყვარულის ბიოქიმია“. ლექციას წარუძღვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი  მადონა ჩაჩუა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, უკვე წლებია, რაც სიყვარული გულმოდგინე შესწავლის და ცხარე დისკუსიის საგანს წარმოადგენს. კითხვა ასეთია, თუ რას წარმოადგენს იგი, გაუკონტროლებელ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს თუ გათვიცნობიერებულად მიმდინარე პროცესს.
ერთ-ერთი თანამედროვე შეხედულების მიხედვით – სასიყვარულო განცდები და სექსუალური სწრაფვა მხოლოდ ბიოქიმიური პროცესია, რომელიც განისაზღვრება ადამიანის თანდაყოლილი მოთხოვნილებით გააგრძელოს შთამომავლობა.
საინტერესოა, რას განსაზღვრავს პირადული ისტორია გრძნობებში და რა არის უნივერსალური და საერთო ყველასთვის?
რატომ გვეჩენება შეყვარებულებს ჩვენი რჩეული იდეალური და რა ბიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს ჩვენში მათი დანახვისას? სართოდ, რას წარმოადგენს შეყვარებული ტვინის საიდუმლო და რამდენ ხანს გრძელდება აღნიშნული პროცესი?
ამ და სხვა კითხვებს საჯარო ლექციაზე გაეცემა პასუხი.
საჯარო ლექცია გაიმართება ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანაპარტნიორობით დაგეგმილი პროექტის: “სტუმრად ბიოლოგებთან” ფარგლებში, რომლის მიზანია სამეცნიერო ცოდნის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა პოპულარულ ენაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები