დღეს ბრიუსელში უკრაინა-ევროკავშირის სამიტი გაიმართება

დღეს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას ევროკავშირის ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიღებენ.
ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრამდე, უკრაინის ლიდერმა გერმანულ გამოცემა “Die Welt”-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებისკენ მოუწოდა.
“სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, სამიტის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ სანქციები უნდა იყოს შენარჩუნებული, ვიდრე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, ყირიმის ჩათვლით”, – განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სამიტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
“ჩვენ სამიტს კონკრეტული მოლოდინებით ვუდგებით. არსებობს ურთიერთთანხმობა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება შესაძლოა, რატიფიცირებული იყოს. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის სამიტზე დეკემბერში ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული,” – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
პეტრო პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირისგან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები