თურქეთში ტერაქტს 2 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ ნაწილში, სირიის საზღვრიდან 200 კილომეტრში მდებარე ქალაქ ადანაში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 16 ადამიანი.
ინციდენტი ქალაქის იმ რაიონში მოხდა, სადაც სახელმწიფო დაწესებულებებია განთავსებული, კონკრეტულად, საქალაქო ადმინისტრაციის შენობის წინ მდებარე ავტოსადგომზე.
ევროკავშირის საკითხებში თურქეთის მინისტრმა, ომერ ჩელიკმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები