მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამის მოსმენა პარლამენტში დღეს დაიწყება
მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამის მოსმენა პარლამენტში დღეიდან დაიწყება.
ბიუროს გადაწყვეტილებით, დღეს ყველა საპარლამენტო კომიტეტი შესაბამისი პროფილის მინისტრს მოუსმენს. 25 ნოემბერს მთავრობის შემადგენლობის მოსმენა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებისა“ და უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაიმართება.
მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი კი პლენარულ სხდომაზე 26 ნოემბერს გავა. მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს ორი დღის წინ წარედგინა.