მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 27 ნოემბერს აქციას გამართავს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პერმანენტულ აქციებს აანონსებს. ოდესის ყოფილი გუბერნატორი პირველ აქციას 27 ნოემბერს გამართავს.

სააკაშვილმა აქციაზე მისასვლელად უკრაინელებს ვიდეომიმართვის საშუალებით მოუწოდა. „ჩვენ გვინდოდა წესრიგის რეფორმები, ამის მაგივრად მივიღეთ რეფორმების იმიტაცია და სრული არეულობა ცხოვრების ყველა სფეროში. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ქვეყანაში სხვა, ახალი ძალები არსებობს, გულწრფელი, მოწესრიგებული, რომლებსაც რეალურად აქვთ ქვეყნის დაცვის მოტივაცია. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ, გვჯერა უკრაინის მომავლის. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და ენერგია, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, ვერ გვიყიდიან, ვერ დაგვაშორებენ, ჩვენით არ შეუძლიათ მანიპულირება. უკრაინას აქვს ეს ძალები. მე მჯერა ქვეყნის ძალის. ბოლომდე ვიბრძოლებ. მინდა, რომ ყველანი ერთად ვიყოთ. მე თქვენ არ გიღალატებთ. იმედი მაქვს, ამ ბრძოლაში თქვენც ჩვენთან ერთად იქნებით. 27 ნოემბერს, 13.00 საათზე ვიკრიბებით ჩერნოვოლის ქანდაკებასთან, პარლამენტის ორი წლისთავზე. ჩვენ უნდა ვთქვათ – გეყოფათ. ჩვენ რეალურად დავიღალეთ. ჩვენ არ დავუშვებთ იმის გაგრძელებას, რასაც აქამდე აკეთებდნენ. ჩვენ გავერთიანდებით, უფრო და უფრო ბევრნი ვიქნებით და ჩვენ საბოლოო გამარჯვებას მოვიპოვებთ, უკრაინისთვის და უკრაინაში მყოფი ყველა ოჯახისთვის. ეს ყველაფერი დაიწყება აქ. გელოდებით“, – აცხადებს სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები