ტრამპი, გაერო-ში აშშ-ის ელჩად, სამხრეთ კაროლინის გუბერნატორ ნიკი ჰეილის დანიშნავს

აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გაერო-ში აშშ-ის ელჩად, სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი ნიკი ჰეილის დანიშვნას გეგმავს.
ინფორმაციას გავლენიანი ამერიკული გამოცემები ავრცელებენ. 44 წლის ჰეილი ინდოელი სიქჰი-იმიგრანტების ოჯახში დაიბადა. ის რესპუბლიკური პარტიის წევრი და აშშ-ში ყველაზე ახალგაზრდა გუბერნატორია. არჩევნებამდე ჰეილი აცხადებდა, რომ დონალდ ტრამპის თაყვანისმცემელი არ არის, თუცმა არც ჰილარი კლინტონის მიმართ გამოხატავდა სიმპათიას. რესპუბლიკელთა პრაიმერის დროს, ჰეილი თავდაპირველად სენატორ მარკ რუბიოს უჭერდა მხარს, შემდეგ კი სენატორ ტედ კრუზს. ნიკი ჰეილი სამხრეთ კაროლინის გუბერნატორის თანამდებობას 2010 წლიდან იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები