პუტინმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას დეგრადაცია უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დეგრადაცია უწოდა. ვლადიმერ პუტინმა, დოკუმენტს დემოკრატიის შესახებ წარმოდგენის პოლიტიკური დეგრადაციის ნიშანი დაარქვა

მან აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მეცნიერებისა და განათლების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. დოკუმენტში ევროპარლამენტი, კრემლისა და ისლამისტების პროპაგანდის წინააღმდეგ უფრო აქტიური ბრძოლისა და ევროკავშირის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელების მოწოდებით გამოდის. ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია დაგმეს რუსეთის მხარდამჭერმა დეპუტატებმა, რომლებმაც დოკუმენტის ავტორები ცივი ომის დროინდელ რიტორიკაში დაადანაშაულეს. ამასთან, დეპუტატების ნაწილმა დოკუმენტი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მასში რუსეთი და ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” ერთად არიან ნახსენები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები