ევროპარლამენტმა რუსეთისა და ისლამისტი ექსტრემისტების პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტში რუსეთისა და ისლამისტი ექსტრემისტების პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 304 დეპუტატმა, 179 – წინააღმდეგ, ხოლო 208 დეპუტატმა თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია, სულ კენჭისყრაში მონაწილე 691 მონაწილეობდა.

დოკუმენტში, ევროპარლამენტი, კრემლისა და ისლამისტების პროპაგანდის წინააღმდეგ უფრო აქტიური ბრძოლისა და ევროკავშირის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელების მოწოდებით გამოდის.

“ევროპარლამენტი სერიოზულად შეშფოთებულია ევროპაში კრემლის მიერ ინსპირირებული საქმიანობის გაფართოებით, მათ შორის დეზინფორმაციით და პროპაგანდით, რომელიც რუსეთის მიერ ევროპის შესუსტებისა და გახლეჩვისკენ არის მიმართული”, – ნათქვამია დოკუმენტში. რეზოლუციის თანახმად, ყველაზე სახიფათო მედიად Sputnik და ტელეარხი Russia Today დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები