ბელორუსიაში პოლიტიკოსები საპრეზიდენტო ვადის 7 წლამდე გაზრდის ინიციატივით გამოდიან

ბელორუსიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია საპრეზიდენტო ვადის 7 წლამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება. შესაბამისი ინიციატივით ქვეყნის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები გამოვიდნენ.
„2018 წელს, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად, ბელორუსიის კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად, რეფერენდუმის ინიციატივით გამოვდივართ,“ – აცხადებენ პარტიაში.
პარტია კონსტიტუციაში 3 პუნქტის შეცვლას მოითხოვს, რომელთა შორის ერთ-ერთი საპრეზიდენტო ვადის 7 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.
ბოლოს ბელორუსიის კონსტიტუცია 2004 წელს შეიცვალა. მაშინ ქვეყნის მთავარი კანონიდან ამოიღეს პუნქტი, რომლის მიხედვით ერთ პირს პრეზიდენტად არჩევა მხოლოდ ორი ვადით შეუძლია.
ბელორუსიის დღევანდელი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები