ლევან იზორია გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადებაზე: აგრესიის პრევენციისთვის საჭიროა შეიარაღებული ძალების სიძლიერე

გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადების ფაქტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი ამოცანა საბრძოლო მზადყოფნის მაღალი დონეა.
როგორც იზორიამ ჟურნალისტებთან თემის კომენტარებისას აღნიშნა, აგრესიის თავიდან აცილებისა და პრევენციისთვის საჭიროა შეიარაღებული ძალების სიძლიერე.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, საბრძოლო მზადყოფნა იყოს მაღალი. ჩვენ ჩვენი უნარით შევძლოთ ყველანაირ საფრთხეს გავცეთ ადეკვატური პასუხი. ამიტომ ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ყველაზე კარგი პრევენცია და თავიდან აცილება აგრესიისა. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით მუშაობას, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და საბრძოლო მოქმედების ხარისხის ამაღლებას მომავალშიც გავაგრძელებთ“,-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც გალი სამხედრო ქალაქად გამოცხადდა. გადაწყვეტილება ამის თაობაზე აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, გალის ტერიტორიაზე დამატებით კიდევ 25 რუსული სამხედრო საგუშაგო განთავსდა. ამიერიდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს სამხედრო ქალაქში საშვის გარეშე არ შეუშვებენ. საშვი მათ ე. წ. ერის წყალზე მდებარე რუსულ საგუშაგოში უნდა წარადგინონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები