ქაშმირის რეგიონში პაკისტანის მხარეს 11 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანი-ინდოეთის საზღვრის მახლობლად, ქაშმირის შტატში, ინდოეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის გამო 11 ადამიანი დაიღუპა. პაკისტანის ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებული პუნქტების მიმართულებით გაიხსნა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, პაკისტანმა საპასუხო ცეცხლი გახსნა.
თავის მხრივ, ინდოელი სამხედროები აცხადებენ, რომ მათ ცეცხლი პაკისტანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო გახსნეს.
ცნობისთვის, ქაშმირში სიტუაცია ოთხი თვის წინ გართულდა. 8 ივლისს ინდოელმა სამხედროებმა ქაშმირში ადგილობრივი „ბოევიკების“ ერთ-ერთი ლიდერი ბურხანა ვანი მოკლეს და იქ მასობრივი არეულობები დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები