სენაკი-ქუთაისის გზაზე ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს

ქუთაისი-სენაკის გზაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.
მამაკაცს ჭრილობები თავის და მუცლის არეში აქვს მიყენებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
„კვირას“ ინფორმაციით მომხდარი, სავარაუდოდ, კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. მომხდარს წინ კრიმინალური გარჩევა უძღოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები