ავსტრალიაში ქალი იმისთვის გაასამართლეს, რომ 14 კატა სახლში უპატრონოდ დატოვა და ცხოველებმა ერთმანეთი შეჭამეს

ავსტრალიის სასამართლომ ქალაქ ადელაიდაში მცხოვრები ქალი იმისთვის გაასამართლა, რომ მან სახლში უპატრონოდ 14 კატა დატოვა, რომლებმაც ერთმანეთი შეჭამეს. 14 კატიდან მხოლოდ 1 გადარჩა. ქალს ბრალი ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობისთვის წაუყენეს.

43 წლის ქალის სახელი არ საჯაროვდება. მის სახლში 13 დაღუპული კატა 2015 წლის სექტემბერში აღმოაჩინეს.
როგორც ცხოველების დაცვის საზოგადოების წარმომადგენელმა ადრე ლიუისმა „ბი-ბი-სის“ განუცხადა, ქალის სახლში საშინელი აურზაური იყო, ყველაგან ფეკალიები და მკვდარი კატები ეყარა.
მისი თქმით, ცხოველთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორებს ბევრი საშინელი რამ უნახავთ, მაგრამ ამ ფაქტმა მათზე ძალზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა.

დაკავებულს 12 თვიანი გამოსაცდელი ვადა დაუნიშნეს. მას ასევე შინაური ცხოველების ყოლა აეკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები