აშშ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის იდეას არ ცნობს

აშშ არ ცნობს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.
„ხელშეკრულება საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს“ – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ..
შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს ერთიანი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის კანონპროექტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი.
შეთანხმების მიხედვით, შეიარაღებული დაპირისპირების შემთხვევაში ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ყველა ქვედანაყოფი უშუალოდ რუსეთის სამხედრო მეთაურობის დაქვემდებარებაში გადადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები