ლევან იზორია: ვამაყობ, რომ ვარ სამთავრობო გუნდის წევრი, რომელსაც ჰყავს ღირსეული ლიდერი

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორია, გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის გუნდზე კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, მთავრობის ლიდერმა ჩამოაყალიბა ქვეყნის განვითარების კონკრეტული ხედვა და სწორედ ამ კონკრეტულ გეგმას მისცა უმრავლესობით მოსახლეობამ ხმა.
„რასაკვირველია, ლიდერის კომპეტენციაა განსაზღვროს, თუ სად არის ოპტიმიზაცია საჭირო, სად არის გარკვეული პრობლემები და მათი გამოსწორების გზები დაინახოს. მთავარი და უმთავრესია, რომ გუნდი არის ხალხის სამსახურში და ამ გუნდის ამოცანაა კეთილდღეობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები