კადიროვის განცხადებით, ჩეჩნურ სპეცრაზმს ამერიკელი ინსტრუქტორები მოამზადებენ

სპეცრაზმის მომზადების საერთაშორისო ცენტრში, რომელიც ქალაქ გუდერმესში გაიხსნება, სხვებთან ერთად ამერიკელი ინსტრუქტორებიც იმუშავებენ. ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა.
„ეჭვგარეშეა, რომ აშშ-ში მართლაც არიან მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ღია და საიდუმლო ოპერაციებში მონაწილეობა აქვთ მიღებული,“ – განუცხადა კადიროვმა სააგენტო „ინტერფაქსს“.
მისი ინფორმაციით, ცენტრში მუშაობის განაცხადი ათამდე ამერიკელმა ინსტრუქტორმა შეიტანა, რომლებიც კერძო კომპანიებში მუშაობენ. სახელმწიფო სტრუქტურებიდან განაცხადი არ შესულა, ვინაიდან ისინი სანქციებში მოხვდნენ.
კადიროვის განცხადებით, ცენტრში არა მარტო რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების სპეცრაზმელების მომზადებაც არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები