ევროპარლამენტი თურქეთთან დაკავშირებით კენჭისყრას გეგმავს – ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით „ეს არაფერს შეცვლის“

ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეჩერების საკითხზე ევროპარლამენტში კენჭისყრა არაფერს შეცვლის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ევროპარლამენტი თურქეთთან მოლაპარაკების შეჩერების შესახებ კენჭისყრას გეგმავს. როგორი გადაწყვეტილებაც უნდათ, ის მიიღონ. ეს ანკარისთვის არაფერს შეცვლის. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და მომავლისთვის ბრძოლა იმის გამო არ შეწყდება, რომ ვიღაცა იქ ხელს აწევს ან დაწევს,“ – განაცხადა ერდოღანმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სესიაზე.
ცნობისთვის, თურქეთმა და ევროკავშირმა (1993 წლამდე ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია) ასოციაციის შეთანხმებას ჯერ კიდევ 1963 წელს მოაწერეს ხელი. 2005 წლიდან ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ის აზრთა სხვადასხვაობის გამო არაერთხელ შეწყვეტილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები