დანაწევრებულ ცხედართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ვრცელდება – “მითხრეს თქვენმა მეგობრებმა ჩაიდინესო”

საბურთალოზე, ბოლქვაძის ქუჩაზე ნაპოვნი დანაწევრებული ცხედრის იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა დაკითხეს სათავსოს პატრონი, სადაც გვამი აღმოაჩინეს და მამაკაცმა უკვე დატოვა განყოფილება. ის მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში.
როგორც სარდაფის მეპატრონე აცხადებს, შსს-ს თანამშრომლები თავდაპირველად მის სახლში სუნის დასადგენად მივიდნენ. მისივე თქმით, წარმოდგენა არ აქვს თუ როგორ აღმოჩნდა მის კუთვნილ სარდაფში მამაკაცის გვამი.
„ასე მითხრეს თქვენმა მეგობრებმა ჩაიდინესო, რომელიც თქვენთან სვამენო. არიან ხულიგნები და მიდის გადაჭარბებული ლოთობაო. ალკოჰოლმა იცის ტვინის გადაბრუნებაო. მეგობარი არ უნდა მომივიდეს?! არა მაქვს უფლება ჩემს სახლში დავლიო? ჩემს სახლში სუნის დასადგენად შემოვიდნენ“, – განაცხადა მეპატრონემ და დასძინა, რომ სარდაფის კარი ყოველთვის ღია იყო და იქ შესვლა ნებისმიერ პიროვნებას შეეძლო.
მეზობლების განცხადებით, ისინი სუნმა შეაწუხა, სწორედ ამიტომ გამოიძახეს სამართალდამცველები.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი დაახლოებით ერთი თვის გარდაცვლილია. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა გვამი შენობაში მიიტანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები