ლევან იზორია: ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საბრძოლო მზადყოფნა იყოს მაღალი

ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სამხედრო ძალების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თემაზე, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან იზორიამ კომენტარი გააკეთა.
ლევან იზორია პუტინის საპასუხოდ აქცენტს ქართული ჯარის კვალიფიკაციის ამაღლებასა და სიძლიერეზე აკეთებს.
“ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე ყველაზე კარგი პრევენცია და თავიდან აცილებაა აგრესიისა, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საბრძოლო მზადყოფნა იყოს მაღალი. უნდა შევძლოთ, ჩვენი უნარით ყველანაირ საფრთხეებს ადეკვატური პასუხი გავცეთ. ამიტომ შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ყველაზე კარგი პრევენცია და თავიდან აცილება აგრესიისა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და საბრძოლო მომზადების ხარისხის ამაღლების მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები