ესპანეთის სენატორი რიტა ბარბარა ინფარქტით გარდაიცვალა

ესპანეთის ზედა პალატის წევრი, 68 წლის სენატორი რიტა ბარბარა ინფარქტით გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
რიტა ბარბარა საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2015 წლის ბოლოს აღმოჩნდა, როდესაც მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხებოდა ქალაქ ვალენსიის მერად მუშაობის პერიოდში რიტა ბარბარას მიერ დაშვებულ ფინანსურ დარღვევებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები