თამარ ჩიბურდანიძე: უწმინდესის ინიციატივა საყოველთაო ჯვრისწერაზე იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

უწმინდესი მარტო იყო თავისი ინიციატივებით და სამი წელია დავიწყეთ მასთან ერთად დემოგრაფიულ საკითხებზე მუშაობა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
თამარ ჩიბურდანიძე პატრიარქის მიერ ინიცირებულ საყოველთაო ჯვრისწერის საკითხს ეხმაურება და თვლის, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს დემოგრაფიული საკითხების მოგვარებას.
“პატრიარქის ინიციატივა იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ის ყოველთვის იქ დგას, სადაც პრობლემა არის.
მისი ინიციატივა საყოველთაო ნათლობების შესახებ ნამდვილად ღირსეული ნაბიჯი იყო და საკმაოდ დიდი როლი შეასრულა დემოგრაფიული პრობლემების შესამცირებლად.
საყოველთაო ჯვრისწერაც სწორედ ამას ემსახურება. პატრიარქი მარტო იყო თავის ინიციატივებთან და ჩვენ უკვე სამი წელის ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოში შობადობის და ქორწინების სტატისტიკა გაიზარდოს,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები