თამარ ჩიბურდანიძე: ბოლო წლების მანძილზე საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა

სამი წლის მანძილზე ჩვენ გვაქვს გაზრდილი შობადობა და სიკვდილიანობის კლება – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ გამგეობის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა, თუმცა, თამარ ჩიბურდანიძე თვლის, რომ დემოგრაფიული თვალსაზრისით ქვეყანა კვლავ პრობლემის წინაშე დგას.
თამარ ჩიბურდანიძე აქცენტს მთლიან რეგიონებზე აკეთებს.
„ბოლო სამი წლის მანძილზე შეინიშნება პოზიტიური ძვრები დემოგრაფიული კუთხით. შემცირდა სიკვდილიანობა და გაიზარდა შობადობა და ქორწინება, თუმცა მთიან რეგიონებში სერიოზული პრობლემა გვაქვს, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რაჭაში, სვანეთში. არის სოფლები, სადაც წლებია ქორწინება არ შემდგარა.
მთის კანონის შემოღებაც სწორედ ამ კუთხით იყო მიმართული. ეს კანონი შემუშავდა დემოგრაფიული უსაფრთხოებისთვის, შედგა პროგრამები, რომლის ავტორიც დიმიტრი ხუნდაძეა, რადგან დემოგრაფიული პოლიტიკა არის პოლიტიკის პოლიტიკა, ეკონომიკასაც ეშველება, პოლიტიკურ მოვლენებსაც, მაგრამ დემოგრაფიულ პრობლემებზე თუ არ გავაკეთეთ აქცენტი, შეიძლება სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ,“-განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე,
მისივე ინფორმაციით, მთავრობაში მუშავდება ახალი პროგრამები, რაც აღნიშნული საკითხის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც პირველად შეიქმნა საქართველოში უკვე ამუშავდა. მთის კანონის მიხედვით კი ყველა შვილზე არის ფულადი დახმარება.
„მთაში მცხოვრებ ოჯახებისთვის არის შეღავათები, თითქმის მთლიანად თავისუფლდება მცირე და საშუალო ბიზნესი გადასახადებისგან და ვთვლით, რომ მიგრაციის კუთხით პოზიტიური ძვრები გვექნება,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები