„საქართველოში არ არის პარტია, რომელიც ტრამპს თავის ენაზე დაელაპარაკება“

მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება, თითქმის ყველგან „ლიბერალებს“ „კონსერვატორები“ ცვლიან, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „კავკასიის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
„პოლიტოლოგები თვლიან, რომ მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა, ისინი აქცენტს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაზეც აკეთებენ. „მსოფლიოში „ლიბერალ“ ლიდერებს „კონსერვატორები“ ანაცვლებენ, მსოფლიო პოლიტიკა მკვეთრად იცვლება.
ტრამპი არის მემარჯვენე, საქართველოში დღეს არ არის პარტია, რომელიც ტრამპს თავის ენაზე დაელაპარაკება. „ნაციონალური მოძრაობაც“ მიდის უკვე მემარცხენე პოლიტიკის გატარებისკენ, ასევეა „ქართული ოცნება“.
მსოფლიო პოლიტიკის მდგომარეობის მიხედვით ვვარაუდობთ, რომ, სამწუხაროდ, საქართველო ამ მოცემულ რეალობაში ნომინალურ ადგილს დაიკავებს.“-განაცხადა „კავკასიის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის“ წევრმა თემურ თუმანიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები