შემოდგომის მიწურულს „მკვდარ ფოთლებს“ გაიხსენებენ

“ახალი მზიური” და “ჰაერობუსი” სრულიად განუმეორებელ და, ამავდროულად, ერთ-ერთ ყველაზე ბევრჯერ გამეორებულ სიმღერაზე სასაუბროდ იწვევს მელომანებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 27 ნოემბერს, 19:00 საათზე, „მზიურის“ კაფეში ისაუბრებენ „მკვდარი ფოთლების“ (Les feuilles mortes) ტექსტსა და კონტექსტზე, ტონალობასა და გავლენაზე… ამიტომ, აუცილებლად გაიხსენებენ ისეთ ფრანგ მუსიკოსებს, რომლებმაც მეოცე საუკუნის შუა ხანებში სრულიად უნიკალური მუსიკალური ეპოქა შექმნეს (ბრასენსი, ბრელსი, გენსბური, ვიანი…)
შემოდგომის მუსიკალურ პორტრეტად, ჯაზისა და პოპის ოქროს სტანდარტად ქცეული „The Autumn Leaves“-ის უსასრულო გზა საფრანგეთში დაიწყო და მისი პირველი შემსრულებლებიც დიდი ფრანგი მომღერლები – ივ მონტანი და ედიტ პიაფი არიან.
სივრცის სიმცირის გამო გაიყიდება მხოლოდ 25 ბილეთი. მათი შეძენა შესაძლებელია „მზიურის“ კაფეში.
საუბრის წამყვანია პაატა პაპავა მუსიკოსები: ვიქტორია სამსონაძე (კლავიში), გვანცა ჩხეიძე (ვიოლინო).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები