მხატვრული ფილმის “გაქცევა შოუშენკიდან” ჩვენება-განხილვა გაიმართება

24 ნოემბერს, 19 საათზე, „დავითიანნის“ ინიციატივით, მხატვრული ფილმის “გაქცევა შოუშენკიდან” ჩვენება-განხილვა გაიმართება, ფსიქოლოგ დავით ანდღულაძესთან ერთად. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დაგეგმილია, რომ ყოველ მეორე ხუთშაბათს, 19:00 საათზე, „დავითიანნის“ დარბაზში გაიმართოს ფილმების ჩვენება-განხილვა, მოძღვრებთან, ფსიქოლოგებთან, კინომცოდნეებთან და სხვა ცნობილ პიროვნებებთან ერთად. ფილმის აღწერა:
მე-20 საუკუნის 40-იანი წლები. წარმატებული ბანკირი ენდი დუფრეინი ახალ ცხოვრებას იწყებს შოუშენკის ციხეში. ის ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობისათვის იხდის სასჯელს. აქ იგი თავის ცოდნას ციხის ამორალური ზედამხედველისთვის ბუღალტრად მუშაობაში იყენებს. მისი პატიოსნების და გათავისუფლების მუდმივი იმედის გამო, ციხეში ხანგრძლივი ყოფნის მანძილზე, დუფრეინს სხვა პატიმრები დაუმეგობრდებიან, მათ შორის ხანდაზმული პატიმარი, სახელად რედი.
ფილმის ჩვენება გაიმართება რუსთაველის 23-ში, მესამე სართულზე, (ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე)  ქართულ ენაზე გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები