გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბრედ პიტს ბრალი არ წაუყენა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ შეისწავლა ინფორმაცია ბრედ პიტის მხრიდან ერთ-ერთ შვილთან „არასათანადო მოპყრობის“ შესახებ და გადაწყვიტა მას ბრალი არ წაუყენოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ეჭვმიტანილი იყო თავის 15 წლის აყვანილ შვილთან, მედოკსთან სასტიკ მოპყრობაში. ინციდენტს, თითქოს ადგილი ჰქონდა მიმდინარე წლის სექტემბერში, კერძო თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც საფრანგეთიდან ლოს-ანჯელესში მიფრინავდა.
სწორედ ეს ინციდენტი გახდა ორი ჰოლივუდელი ვარსკვლავის, ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის გაყრის მიზეზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები