დონალდ ტრამპის მრჩეველი – ტრამპი კლინტონის წინააღმდეგ ბრალის წაყენებას არ გეგმავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა კელიან კონუეიმ განაცხადა, რომ ტრამპი მისი კონკურენტის, პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ ბრალის წაყენებას არ აპირებს მისი ელექტრონული მიმოწერის საქმეზე. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მისი თქმით, ტრამპმა უკვე განუცხადა კონგრესში „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომ კლინტონის სამართლებრივ დევნას ის არ აპირებს.
ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის გარშემო სკანდალი 2015 წლის მარტში აგორდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ის პირად ელექტრონულ ფოსტას სამსახურეობრივი საქმეებისთვის იყენებდა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ კლინტონის წინააღმდეგ გამოძიება დიდ ხანს გაგრძელდება და, შესაძლოა, სისხლის სამართლის პროცესით დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები