თამარ ჩუგოშვილი: ლარის გაუფასურება არ არის არც ერთი კონკრეტული მინისტრის პასუხისმგებლობა

“ლარის გაუფასურება არ არის არც ერთი კონკრეტული მინისტრის პასუხისმგებლობა“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების“ წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ლარის გაუფასურებას ბევრი მიზეზი იწვევს, რომელიც ერთ კონკრეტულ პირს ვერ დაბრალდება.
„ლარის გაუფასურება არ არის არც ერთი კონკრეტული მინისტრის პასუხისმგებლობა. არ არის ეს სწორი. ლარის გაუფასურება ბევრი სხვადასხვა კომპლექსური მიზეზით გამოწვეულია. როგორც შიდა, ასევე გარე მიზეზებითაც, ამიტომ ვერც ერთ შემთხვევაში ერთ სამინისტროს და ერთ მინისტრს ეს ვერ დაბრალდება.
იმ პირობებში, როდესაც პარლამენტში მალე შემოვა ახალი ბიუჯეტი, ბიუჯეტიც მორგებული არის იმაზე, რომ ის გარკვეული ფინანსური პრობლემები, რომელიც არსებობს, მაქსიმალურად სწორად იქნას მართული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება“,-განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები