გერმანია სომხეთს 54 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია სომხეთს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში 54 მილიონ ევროს გამოუყოფს. სომხეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ არმენ აირაპეტიანმა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს წარმომადგენელმა იოჰანეს დოპფელმა დღეს შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
ამ თანხის ფარგლებში დაგეგმილია ეკონომიკური განვითარების სტაბილიზაციის პროგრამის (36,1 მლნ)  და სომხეთში სოფლის მეურნეობის დაზღვევის დანერგვის (5,3 მილიონი ევრო) დაფინანსება.
როგორც სომხეთში გერმანიის ელჩმა მატიას კისლერმა განაცხადა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა აშშ-სთან ერთად სომხეთის უმსხვილესი ფინანსური დონორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები