ექსპერტები: „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მოსულში, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენონ

ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყის ქალაქ  მოსულში, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენონ. ამის შესახებ ბრიტანული ანალიტიკური კომპანიის, IHS Markit-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ექსპერტების განცხადებით, 2014 წლიდან ისლამისტებმა ერაყსა და სირიაში ქიმიური იარაღი 71-ჯერ გამოიყენეს. ამ ტიპის იარაღის წარმოება სწორედ მოსულში ხდებოდა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაჯგუფება ქლორსა და მდოგვის გაზს უყენებს.
მოსულის აღმოსავლეთ ნაწილში უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ერაყის სამთავრობო ძალებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ შორის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს. ჯიჰადისტები აქტიურად იყენებენ სნაიპერებსა და თვითმკვლელ ტერორისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები