არჩილ თალაკვაძე: ვიქტორ დოლიძე “ქართული ოცნების“ პროგრამულ პრიორიტეტებსა და მიზნებს სრულად იზიარებს

“ვიქტორ დოლიძე არის გამოცდილი დიპლომატი – ადამიანი, რომელმაც ევროკავშირის სტრუქტურა და ანატომია ძალიან კარგად იცის”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ პროგრამულ პრიორიტეტებსა და მიზნებს სრულად იზიარებს .
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, დანარჩენს მისი საქმიანობა აჩვენებს.
“ვიქტორ დოლიძე არის გამოცდილი დიპლომატი – ადამიანი, რომელმაც ევროკავშირის სტრუქტურა და ანატომია ძალიან კარგად იცის. დარწმუნებული ვარ, რომ ის, გუნდთან ერთად, ევროინტეგრაციის მიმართულებით დასახული მიზნებისა და პრიორიტეტების განხორციელებას შეძლებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
“თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები