ზურაბ ალავიძე: ვგეგმავთ უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას

“შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა. ალავიძემ აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
„ჩვენი ძირითადი მიმართულება არის მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის კომპონენტი. ეს არის დაახლოებით 800 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალები, ხიდები, ესტაკადები, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების მართვა და მრავალი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სამინისტრო ახორციელებდა და გავაგრძელებთ“, – განაცხადა ალავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები