პილოტების გაფიცვის გამო Lufthansa-მ დღეს 876 რეისი გააუქმა 

გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ პილოტების გაფიცვის გამო დღეს 876 რეისი გააუქმა. ამის შესახებ “ბი ბი სის’ კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს. რეისების გაუქმება მსოფლიოს მასშტაბით 100 ათას მგზავრს შეეხო. ამასთან დაკავშირებით კომპანია მგზავრებს ბოდიშს უხდის.
Lufthansa-ს პილოტები ხელფასის გაზრდას ითხოვენ. გაფიცვა ერთ დღე-ღამეს გაგრძელდება.
ავიაკომპანიის პილოტები აცხადებენ, რომ მათი ხელფასები ხუთი წლის განმავლობაში არ გაზრდილა. ისინი ხელფასის 20%-ით მომატებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები