ებრაელმა ჯარისკაცმა პალესტინელი მოკლა

Israeli border policemen stand guard near the scene where Israeli police said a Palestinian was shot and killed by an Israeli security guard after the Palestinian tried to stab him, at Qalandiya checkpoint near the West Bank city of Ramallah November 22, 2016. REUTERS/Mohamad Torokman

ისრაელის უშიშროების ძალების წარმომადგენელმა პალესტინელი მოკლა, რომელიც მას მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დანით თავს დაესხა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ებრაელი სამხედროების ინფორმაციით, პალესტინელი დანას იქნევდა და სამხედროს საფრთხე შეუქმნა, რის შემდეგაც მან ცეცხლი გახსნა. უშიშროების ძალების წარმომადგენელი არ დაშავებულა.
ცნობისთვის, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ 228 პალესტინელი დაიღუპა. მატ შორის 154 ტერორისტი ან “ბოევიკი” იყო და ისინი სამხედროებთან დაპირისპირების დროს მოკლეს. დანარჩენები საპროტესტო აქციებს ემსხვერპლნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები