ვაჟა-ფშაველას 155 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

25 ნოემბერს, 18:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 155 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წარმოდგენილი იქნება მწერლის ფოტოები, ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, გამოცემები, სხვადასხვა მხატვრის შესრულებული პორტრეტები და ნაწარმოებთა ილუსტრაციები.
გამოფენა, რომელიც  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა, 28 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები