ვიეტნამმა რუსეთთან და იაპონიასთან ერთად ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაზე უარი თქვა

ვიეტნამის პარლამენტმა რუსეთთან და იაპონიასთან ორ ერთობლივ პროექტზე უარის შესახებ დადგენილება მიიღო. ამ პროექტის მიხედვით, ვიეტნამის ტერიტორიაზე ორი ატომური ელექტროსადგური უნდა აშენებულიყო. ამ გადაწყვეტილებაზე პროექტის გაზრდილმა თვითღირებულებამ და ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების შემცირებამ იმოქმედა.
კენჭისყრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. პარლამენტი მთავრობის შეთავაზებას განიხილავდა ამ პროექტების შეჩერების შესახებ.
ატომური ელექტროსადგურის „ნინტხუან-1“-ის მშენებლობის გადაწყვეტილება ვიეტნამის ხელისუფლებამ 2009 წელს მიიღო. სადგური რუსულ “ატომსტროიექსპორტთან“ ერთობლივად უდნა აშენებულიყო. რუსეთის ვიეტნამს 8 მილიარდი აშ დოლარი კრედიტს აძლევდა, ასეთივე ოდენობის კრედიტს ატომური სადგურის მშენებლობისთვის ვიეტნამს იაპონიაც გამოუყოფდა.
„ნინტხუან-1“ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირველი ატომური ელექტროსადგური უნდა გამხდარიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები