დავით სერგეენკო: მნიშვნელობა არ აქვს, რა გვარია მინისტრი, მნიშვნელობა აქვს, როგორ ვითარდება დარგი

“მნიშვნელობა არ აქვს, რა გვარია მინისტრი, მნიშვნელობა აქვს, როგორ ვითარდება დარგი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ განუცხადა.
სერგეენკოს შეფასებით, ჯანდაცვის სისტემის განვითარება გამორჩეული რეფორმებით ხასიათდება, თუმცა მინისტრი თვლის, რომ ჯანდაცვის სფეროში გამოწვევები ისევ რჩება.
“მთავარ ცვლილებებს და რეფორმებს, რომლებიც განვლილი 4 წლის განმავლობაში გატარდა, შეიძლება, თავი მოვუყაროთ ერთ ცნებაში, რაც არის საყოველთაო ჯანდაცვა. რაც შეეხება ახალ, დაგეგმილ რეფორმებს, ამ ოთხმა წელიწადმა, მიღწევების გარდა, რა თქმა უნდა, გვიჩვენა გამოწვევებიც და ის სუსტი წერტილებიც, რასაც გამოსწორება სჭირდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები