თამარ ჩუგოშვილი წარდგენილ კანდიდატებზე: ეს ძალიან კარგი გუნდია დაპირებების შესასრულებლად

“გიორგი გახარიაც, ზურაბ ალავიძეც არიან ძალიან გამოცდილი, კომპეტენტური ადამიანები. დიდი რწმენა მაქვს, რომ ისინი ძალიან აქტიურად იმუშავებენ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
ჩუგოშვილი თვლის, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილი გუნდი კომპეტენციის მიხედვით შეირჩა.
„გუნდი, რომელიც დასახელდა და ოფიციალურადაც წარმოედგინა საქართველოს პარლამენტს, არის ძალიან კომპეტენტური ადამიანების გუნდი. ეს ძალიან კარგი გუნდია დაპირებების შესასრულებლად. ეკონომიკურ გუნდს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული განახლებული ნაწილი შეემატა მთავრობას. გიორგი გახარიაც, ზურაბ ალავიძეც არიან ძალიან გამოცდილი, კომპეტენტური ადამიანები, დიდი რწმენა მაქვს, რომ ისინი ძალიან აქტიურად იმუშავებენ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები