24 ნოემბრიდან პარლამენტი მინისტრთა კაბინეტისა და მთავრობის პროგრამებს მოისმენს

მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს უკვე წარედგინა. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 24 ნოემბერს ყველა საპარლამენტო კომიტეტი შესაბამისი პროფილის მინისტრს მოუსმენს.
25 ნოემბერს მთავრობის შემადგენლობის მოსმენა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებისა“ და უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაიმართება.
მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 26 ნოემბერს გავა.
პარლამენტს პრეზიდენტისთვის მიმართვა მოუწევს, რადგან ამ დღეს რიგგარეშე სხდომის მოწვევა გახდება საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები