ირმა ინაშვილი: მთავრობის ამ შემადგენლობას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ირმა ინაშვილს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ კითხვები აქვს. როგორც ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსი“ მთავრობის ამ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს და მთავრობის ახალი შემადგენლობის მიმართ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
„წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტიდან რამდენიმე კანდიდატურას ცალსახად არ ვუჭერთ მხარს. პერსონალურად, მხარს არ ვუჭერთ გიგლა აგულაშვილს. ძალიან დიდი კორუფციაა ხე-ტყის ჭრის სფეროში, რაზეც პასუხი გარემოს დაცვის მინისტრმაც უნდა აგოს. ასევე, მან პასუხი უნდა აგოს საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობის გამო. მხარს არ ვუჭერთ კულტურის მინისტრსაც, რომელმაც დაანგრია და ხელი მოაწერა საყდრისის ნგრევას. ჩვენ ასევე არ დავუჭერთ მხარს დიმიტრი ქუმსიშვილს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირმა ინაშვილმა.
ამასთან, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა განმარტა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას, მათი ფრაქცია მომავალ მინისტრებს შესთავაზებს ინიციატივებს, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები