ეკა ბესელია: ახალი შემადგენლობა უფრო ეფექტური იქნება იმ გამოწვევების ფონზე, რაც ქვეყანაშია

“მთავრობის ახალი გუნდი ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება”, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ წევრმა, ეკა ბესელიამ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, მთავრობის ახალი შემადგენლობა უფრო ეფექტური და შედეგებზე ორიენტირებული იქნება.
„როდესაც განხილვები დაიწყება, მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები მზად არიან, უპასუხონ ყველა იმ კითხვას, რომელიც შესაძლოა იყოს დასმული საჯარო განხილვის ფორმატში. დარწმუნებული ვარ, ახალი შემადგენლობა უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული იქნება იმ გამოწვევების ფონზე, რაც ქვეყანაშია. ამ გუნდის მიმართ მაქვს ძალიან დადებითი პოზიცია“, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო უწყებების მინისტრთა ახალი შემადგენლობა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები