ნიუ-იორკში მამაკაცი დააკავეს, რომელიც მანჰეტენის ცენტრში ტერაქტს გეგმავდა

ნიუ-იორკის პოლიციამ იემენის 37 წლის მოქალაქე, მოჰამედ რაფიკ ნაჯი დააკავა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია. ის ნიუ-იორკის ცენტრში ტერაქტების მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times იუწყება.
როგორც დაკავებულმა აღიარა ტერორისტული დაჯგუფება ნიუ იორკში კერძოდ კი ტაიმზ-სქვერზე ტერაქტის მოწყობას, ნიცაში მომხდარი თავდასხმის მსგავსად აპირებდნენ.
იემენელი ტერორისტის დაკავება გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტთან მიმოწერის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელშიც ტერორისტი ყვებოდა, თუ როგორ გახდა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები