რამაზ საყვარელიძე: კარგია, რომ პარტიული კუთვნილება არ აღმოჩნდა გადამწყვეტი მინისტრობის კანდიდატად წარდგენის დროს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ”თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრის, ვიქტორ დოლიძის კანდიდატურის წარდგენას დადებითად აფასებს, როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ვიქტორ დოლიძე საქმის პროფესიონალია.
”ვიქტორ დოლიძის წარდგენას მივესალმები, რადგანაც მინისტრობის კანდიდატად შერჩევის დროს არ აღმოჩნდა პარტიული კუთვნილება გადამწყვეტი და პროფესიონალიზმის მიხედვით მოხდა შერჩევა. ვიქტორ დოლიძეს ევროპულ სტრუქტურებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და მისი დასახელება დადებითია.
კარგია, რომ პარტიული კუთვნილება არ აღმოჩნდა გადამწყვეტი მინისტრობის კანდიდატად წარდგენის დროს”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
რაც შეეხება ეკონომიკურ გუნდში განხორციელებულ ცვლილებებს, რამაზ საყვარელიძის თქმით, ცვლილებები, სავარაუდოდ, დაანონსებულ სწრაფი ეკონომიკური განვითარების ფორმულას უკავშირდება.
”ცვლილებები, როგორც ჩანს, ემსახურება სწრაფი ეკონომიკური განვითარების ფორმულას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში „ქართულმა ოცნებამ“ წამოაყენა, თუმცა დანარჩენი სამომავლოდ გამოჩნდება. იმაზე, თუ რამდენად შეძლებს გიორგი გახარია ამ მიზნის შესრულებას, გამიჭირდება საუბარი. მასზე, როგორც ეკონომისტზე, ვერაფერს ვიტყვი, თუმცა როგორც პიროვნება, კარგად განაწყობს ადამიანს, როგორც სპეციალისტს კი აქებენ,” – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები