პრეზიდენტი სამთავრობო ცვლილებაზე: იმედია, ეკონომიკურ წინსვლასთან დაკავშირებით თვისობრივი ცვლილებები მოხდება

პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ეკონომიკურ წინსვლასთან და გაუმჯობესებასთან დაკავშირებით თვისობრივი ცვლილებები მოხდება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.
როგორც მიშველაძემ აღნიშნა, მთავრობის ფორმირება არის პრემიერის პრეროგატივა, მისი პასუხისმგებლობის თემა და კომპეტენცია.
“პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მოხდება თვისობრივი ცვლილებები იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ეკონომიკური წინსვლა და გაუმჯობესება, რაც ასე აწუხებს დღეს მოსახლეობას. იმედს გამოვთქვამთ, რომ აქცენტი გაკეთდება ამ კუთხით”, – განაცხადა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები